კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი საგარეო ვაჭრობის სტატისტიკიდან - Palitra News

კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი საგარეო ვაჭრობის სტატისტიკიდან

2025-05-20 13:43:32+04:00

კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი საგარეო ვაჭრობის სტატისტიკიდან. ქართული პროდუქციის ექსპორტი თითქმის 5%-ით არის გაზრდილი, უფრო ზუსტად კი 4.9%-ით. საქსტატის მონაცემებით, ამ წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ, 2 მილიარდ 14 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 14.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 44.8 პროცენტს შეადგენს. სწორედ ეს მაჩვენებელია გაზრდილი, დაახლოებით 5%-ით და თითქმის მილიარდ დოლარს გაუტოლდა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები კი რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი არიან. რაც შეეხება ქვეყნიდან გატანილ, ადგილობრივად წარმოებულ პროდუქიას,

პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია, მეორე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები, ხოლო მესამეზე სპირტიანი სასმელები.