აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარმა კარგად ჩაიარა. მისივე თქმით, საუბარი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დაიწყებენ. ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართულ საუბარს უკრაინჰის პრეზიდენტი ეხმაურება. საკითხთან დაკავშირებით პოზიციები გაჟღერდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მხრიდანაც.