გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამის, „აგროსკოლის“ წლევანდელი ნაკადი დასრულდა - Palitra News

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამის, „აგროსკოლის“ წლევანდელი ნაკადი დასრულდა

2025-05-20 09:32:06+04:00

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამის, „აგროსკოლის“ წლევანდელი ნაკადი დასრულდა. სასწავლო პროგრამა პირველად 2022 წელს განხორციელდა და მიმდინარე წელს „აგროსკოლა“ 4 მარტს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა აგრარული საკითხების შესახებ, მონაწილეობდნენ საველე გასვლებში, გაიღრმავეს გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის წარდგენის უნარები; მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს.