საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა - Palitra News

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა

2025-05-20 09:31:22+04:00

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა. ქალაქ ახალციხის N5, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 და სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.

სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.