დონალდ ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე - გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ - Palitra News

დონალდ ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე - გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ

2025-05-20 09:29:19+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარმა კარგად ჩაიარა. მისივე თქმით, საუბარი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დაიწყებენ. ტრამპის განცხადებით, დეტალური პირობების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მხარეებს შორის გაიმართება, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია.

ტრამპის განცხადებით, „რუსეთს აშშ-თან ფართომასშტაბიანი ვაჭრობა სურს, როგორც კი ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება“.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება.