პროტესტის 173-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა - Palitra News

პროტესტის 173-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

2025-05-20 09:27:19+04:00

უწყვეტი პროტესტის 173-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ახალი მოთხოვნა - ხელისუფლების დაუყოვნებლივ გადადგომა ემატება. რუსთაველზე პროტესტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეების მარშიც შეუერთდა. მომიტინგეები უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანია საქართველო პროდასავლურ საგარეო კურსს დაუბრუნდეს.