ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში და განიხილავენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას პარტიებს შიგნით? - Palitra News

ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში და განიხილავენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას პარტიებს შიგნით?

2025-05-20 09:26:42+04:00

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვე რჩება. ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ამ არჩევნებში და განიხილავენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას პარტიებს შიგნით? ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ ცესკო-ს ამ შემადგენლობისა და კანონპროექტების გათვალისწინებით, არჩევნებში ჩართვა უშედეგო და აბსურდულია, თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ „გახარია საქართცელოსთვის“ წევრებს. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მათ პარტიაში საარჩევნო სამზადისია და გახარიას გუნდი ნებისმიერი არჩევნებისთვის მზად იქნება.