ურსულა ფონ დერ ლაიენი - მნიშვნელოვანია, რომ აშშ კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს - უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ზელენსკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ - Palitra News

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მნიშვნელოვანია, რომ აშშ კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს - უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ზელენსკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

2025-05-20 09:25:19+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარმა კარგად ჩაიარა. მისივე თქმით, საუბარი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დაიწყებენ. ტრამპის განცხადებით, დეტალური პირობების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მხარეებს შორის გაიმართება, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია.

ტრამპის განცხადებით, „რუსეთს აშშ-თან ფართომასშტაბიანი ვაჭრობა სურს, როგორც კი ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება“.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება.