ევროკავშირმა და ბრიტანეთმა თავდაცვისა და უსაფრთხოების, მეთევზეობისა და ახალგაზრდების მობილობასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა ევროკავშირის 27-ვე მთავრობამ. დღესვე, ლონდონში სამიტი იმართება, რომელშიც გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სამიტზე პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა იღებენ მონაწილეობას. შეთანხმებას, სავარაუდოდ, დღეს მოეწერება ხელი. შეთანხმება ბრიტანულ კომპანიებს ევროკავშირის მასშტაბურ თავდაცვით კონტრაქტებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.