როგორია ოპოზიციის გეგმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით?! - მათი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება და არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ პარტია “გახარია-საქართველოსთვის” წევრებს. პარტიაში საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ გუნდი ნებისმიერი არჩევნებისთვის იქნება მზად, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვისაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე, 4 ოქტომბერს ჩატარდება.