პარლამენტში დროებითი კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის საქმე განიხილეს - Palitra News

პარლამენტში დროებითი კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის საქმე განიხილეს

2025-05-19 20:37:27+04:00

პარლამენტში დროებითი კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის საქმე განიხილეს. დღევანდელ სხდომაზე გამოკითხეს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, დავით ლორთქიფანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, გიორგი ბურჯანაძე და ლუკა კურტანიძე. დღევანდელ სხდომაზე გაიხსენეს ის ფაქტი, რომ საპროტესტო აქციის შემდეგ, დილას რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე ორი გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს.