დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს - Palitra News

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს

2025-05-19 19:03:03+04:00

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით

ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის დაწყებამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

„როგორც ჩანს, პუტინმა არ იცის, თუ როგორ გავიდეს ამ ომიდან“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.