თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2025-05-19 15:45:44+04:00

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 11 ბრალდებულის საქმეზე პროკურატურა დღესაც მოწმეებისა და დაზარალებული პოლიციელების დაკითხვას აპირებს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გამოცხადდება დღევანდელ სხდომაზე. საქალაქო სასამათლოში დღესაც, ტრადიციულად, შეიკრიბნენ აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები და მათი მხარდამაჭერები.