ნონა გაფრინდაშვილი - რაც ჩვენ 26 მაისს გადავიტანეთ, წინასწარ იყო მოფიქრებული, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია - ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ - Palitra News

ნონა გაფრინდაშვილი - რაც ჩვენ 26 მაისს გადავიტანეთ, წინასწარ იყო მოფიქრებული, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია - ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ

2025-05-19 15:44:18+04:00

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის საქმეს განიხილავენ. კომისიის სხდომაზე უკვე გამოკითხეს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, დავით ლორთქიფანიძე, ასევე ნონა გაფრინდაშვილი და გიორგი ბურჯანაძე. დღევანდელ სხდომაზე გაიხსენეს ის ფაქტი, რომ საპროტესტო აქციის შემდეგ, დილას რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე ორი გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს.