თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და ამავე ფაქტზე წაყენებულ ბრალდებას. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობადე იმსჯელებენ. დღესვე გაიმართა ხაზარაძის თანაგუნდელის, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესიც.