რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური დრონებით თავდასხმა განახორციელა - Palitra News

რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური დრონებით თავდასხმა განახორციელა

2025-05-19 12:33:19+04:00

რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური დრონებით თავდასხმა განახორციელა. შედეგად დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი სახლები, დაღუპულია სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისას 273 დრონი გამოიყენა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინისა და დასავლეთის დასაშინებლად კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის „საწვრთნელი და საბრძოლო“ გაშვებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად გეგმავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში ბაჰატირის დასახლებაზე კონტროლი აიღეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, კვირას რუსულმა ძალებმა 75 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.