აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა - Palitra News

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა

2025-05-19 12:32:28+04:00

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. როგორც მედია წერს, ამის შესახებ ბაიდენის პირადი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ცნობილია, ბაიდენს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ხოლო მეტასტაზები ძვლებზეა გავრცელებული. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაიდენის დიაგნოზის გამო მწუხარება გამოთქვა და მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი იყო. მან 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხა. ბაიდენი მეორე ვადით იყრიდა კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა დემოკრატები მას მოუწოდებდნენ, კანდიდატურა მოეხსნა. მოგვიანებით ის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა და მხარი მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტს, კამალ ჰარისს დაუჭირა.