როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას? - Palitra News

როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას?

2025-05-19 12:24:00+04:00

როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას? ამ თემის გარშემო ოპოზიციური პარტიები აქტიურად პასუხობენ. ხელისუფლების ოპონენტები განმართავენ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში აშშ-სთან ურთიერთობების მოწესრიგება წარმოუდგენელია - მათივე განცხადებით, ევროპარლამენტარები და დასავლელი პარტნიორები რამდენიმე თვეა „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ, თუმცა მათი მოწოდებები უშედეგოა.