თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობადე იმსჯელებენ.