კირ სტარმერმა, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა - Palitra News

კირ სტარმერმა, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა

2025-05-19 09:37:39+04:00

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა. როიტერსის ცნობით, ლიდერებმა, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი სატელეფონო საუბრის წინა დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომში უპირობო ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე იმსჯელეს. პრესსპიკერის თქმით, განიხილეს სანქციების გამოყენების საკითხი, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზულად არ ჩაერთვება.