ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

2025-05-19 09:36:48+04:00

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. ზელენსკის განცხადებით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები იყო. მისივე თქმით უკრაინა მზადაა რეალურ დიპლომატიაში ჩაერთოს, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა კი, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. უკრაინის პირველი პირი, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობაზეც საუბრობს. ცნობილია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი მზადდება, რომელიც სავარაუდოდ, ახლო მომავალში შედგება.