საპროტესტო აქციების 172-ე დღეს დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე მარში ჩატარდა, შეკრების საბოლოო ლოკაცია კვლავ რუსთაველის გამზირი იყო. საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. იქამდე, დემონსტრანტები სამედიცინო უნივერსიტეტის მეტროდან მსვლელობით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან მივიდნენ, მოგვიანებით კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელი მოთხოვნები უცვლელია - ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლება.