პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - Palitra News

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

2025-05-17 21:03:42+04:00

რუსთაველის გამზირი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე საპროტესტო აქციის 171-ე დღესაც გადაიკეტა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა წარწერით ბანერი, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტთან იმყოფებიან, უცვლელი მოთხოვნები აქვთ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.