დღეს, საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში მეუფე შიოს მიერ პარაკლისი აღევლინა, რის შემდეგაც სამების საკათედრო ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობაც გაიმართა. ღონისზიებას საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე და ასევე როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.