ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის ტაძრიდან სამებისკენ მსვლელობა მიმდინარეობს - Palitra News

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის ტაძრიდან სამებისკენ მსვლელობა მიმდინარეობს

2025-05-17 14:56:12+04:00

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობაში მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ადგილზე ასევე იმყოფებიან საპატრიარქოს ჩოხოსნებიც, რომლებსაც საქართველოსა და ოჯახის სიწმინდისთვის მიძღვნილი დროშები აქვთ.