მედია - სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარე რუსებთან თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობს - Palitra News

მედია - სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარე რუსებთან თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობს

2025-05-16 16:30:50+04:00

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. უკრაინული მხარე რუსებთან თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, შეხვედრა ერთ საათზე მეტი ხანია მიმდინარეობს.

უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსულ მხარეს - კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უძღვება.