პაატა ბურჭულაძე - ბევრი ვარიანტია, რომ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ არჩევნები, იქნება დევიზი: “არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს!” - Palitra News

პაატა ბურჭულაძე - ბევრი ვარიანტია, რომ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ არჩევნები, იქნება დევიზი: “არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს!”

2025-05-16 15:54:40+04:00

ოპოზიცია ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ქართული ოცნების ოპონენტები ახლა კენჭისყრის ჩატარების ფორმებზე მსჯელობენ. ერთ-ერთ ვარიანტად სახელდება ესტონური მოდელის მსგავსად არჩევნების ტელეფონების მეშვეობით ჩატარება. ინიციატივა პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის. საკითხზე მასსა და ოპოზიციას შორის ამ ეტაპზე სამი შეხვედრა შედგა.