მარკო რუბიო - უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინები არ გვაქვს - არ მგონია, გარღვევა გვქონდეს, ვიდრე ტრამპს და პუტინს პირდაპირი ინტერაქცია არ ექნებათ - Palitra News

მარკო რუბიო - უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინები არ გვაქვს - არ მგონია, გარღვევა გვქონდეს, ვიდრე ტრამპს და პუტინს პირდაპირი ინტერაქცია არ ექნებათ

2025-05-16 12:33:54+04:00

მსოფლიო რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში. სტამბოლში რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრები, ასევე მოლაპარაკებები აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შესაძლოა დღეს შედგეს. 15 მაისს ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში ჩასვლაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ პირდაპირ მოლაპარაკებებში რუსულ დელეგაციას მისი თანაშემწე უხელმძღვანელებდა. რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, დელეგაციას სათავეში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ჩაუდგება. უკრაინის პირველი პირი აცხადებს, რომ ახლა მთავარი საკითხი ცეცხლის შეწყვეტაა. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ კიევი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს. მოლაპარაკებებში შუამავალი აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიდრე პუტინს არ შეხვდება რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება. რას ამბობენ ლიდერები და როგორია პროგნოზები სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით?!