ოპოზიცია ახალი არჩევნებისთვის ემზადება. „რუსთაველის გამზირი“ — ასე ჰქვია მოძრაობას, რომელიც ხელახალი არჩევნების ჩატარებას გეგმავს. ახლად დაფუძნებული მოძრაობის წევრების განცხადებით, არჩევნებს ხალხი ჩაატარებს, თუმცა რა ფორმით და როგორ, ამაზე პასუხი მსჯელობის შემდეგ გახდება ცნობილი. ერთ-ერთ ვარიანტად, ესტონეთის გამოცდილების გაზიარება და არჩევნების ტელეფონით ჩატარება განიხილება. მოძრაობა კენჭისყრას სექტემბერში აანონსებს. რა გეგმა აქვს ოპოზიციას?!