ალბანეთში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იწყება - რას ელიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ირაკლი კობახიძის ვიზიტისგან - Palitra News

ალბანეთში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იწყება - რას ელიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ირაკლი კობახიძის ვიზიტისგან

2025-05-16 12:14:08+04:00

დღეიდან ალბანეთში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი იწყება. 50-მდე სახელმწიფოს ლიდერები ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეექვსე სამიტზე შეიკრიბებიან. ირაკლი კობახიძე სამიტში მონაწილეობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით მიიღებს. ლიდერები ევროპის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მდგრადობასა და არალეგალურ მიგრაციაზე იმსჯელებენ. როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობაა. რას ელიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ირაკლი კობახიძის ვიზიტისგან?!