არადიპლომატიური ნაბიჯი - ასე შეაფასა აშშ-ის პირველი პირების მიმართ გაგზავნილი კობახიძის ღია წერილი აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა. დავით სიხარულიძე ფიქრობს, რომ ღია წერილის მიზანი, არა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა, არამედ ორ ქვეყანას შორის არსებული ამჟამინდელი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაუარესებაა. საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციაც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ აშშ-სთან პარტნიორობის აღდგენა საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იქნება შესაძლებელი.