სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - Palitra News

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა

2025-05-15 22:31:17+04:00

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ყოფილი მაღალჩინოსანი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. ოპიზიციონერთა შეფასებით, მომხდარი ფაქტი სახიფათო პრეცენდენტს წარმოადგენს. მათივე თქმით, ამით პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება. ოპოზიციაში დაკავებულთა სიის გაზრდას არ გამორიცხავენ. საქმე ეხება ოქრუაშილის მიერ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს.