“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ. თინა ბოკუჩავას განცხადებით, კონგრესისა და სენატის გარდა, პარტიის ლიდერებს შეხვედრა ჰქონდათ ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთანაც. პარტიის ლიდერების განცხადებით, ქართული ოცნების მიერ არჩეული კურსის გათვალისწინებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვა შეუძლებელია.