ევროპელმა დიპლომატებმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოზე ისაუბრეს - რა გამოხმაურება მოჰყვა ევროპელი ლიდერების შეფასებებს საქართველოში - Palitra News

ევროპელმა დიპლომატებმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოზე ისაუბრეს - რა გამოხმაურება მოჰყვა ევროპელი ლიდერების შეფასებებს საქართველოში

2025-05-15 15:49:58+04:00

კონსტრუქციული დიალოგი საქართველოსთან და მუშაობის გაგრძელება, რათა ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნდეს - ეს ის მთავარი აქცენტებია, რაზეც ევროპელმა დიპლომატებმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ისაუბრეს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, დასავლეთი ორმაგ სტანდარტს იყენებს, თუმცა პარტნიორების კრიტიკა სრულად გასაგებია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქვეყანა სრულ იზოლაციაში სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურებითაა. რა გამოხმაურება მოჰყვა ლიდერების შეფასებებს საქართველოში?!