ფულის გათეთრების კანონის დარღვევისთვის, ეროვნულმა ბანკმა, კომერციული ბანკები 181 ათასით, მისო-ები კი 314 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც სებ-ის გასული წლის ანგარიშში ვკითხულობთ, ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა რეგულატორმა, საფინანსო სექტორში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, გასულ წელს 961 300 ლარის ჯარიმა გამოწერა. ანგარიშის მიხედვით, ამ მიზნით 2024 წლის განმავლობაში, საფინანსო სექტორის 36 წარმომადგენელი შემოწმდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გასულ წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობისა და ფულადი გზავნილების სისტემით შესრულებული ტრანზაქციების შესწავლას. ამ მიზნით, კომერციულ ბანკებში შემოწმდა საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან ( მათ შორის დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან, ბელარუსთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შესაბამისობის პროცესი და მისი ეფექტურობა. როგორც უკვე გითხარით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ჯამურად თითქმის მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა. ანგარიშის მიხედვით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გაიცა, ჯამში 64 რეკომენდაცია.