თურქეთი რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შესახვედრად მზადაა, თუმცა შეკითხვა, დაესწრება თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვლადიმერ პუტინი, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება - აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსეთის დელეგაციას მისი თანაშემწე უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები და ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შედიან. თავის მხრივ უკრაინულ მხარეს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი გუნდის სხვა წევრებთან ერთად წარმოადგენს. - რა გზავნილები აქვთ ომში მყოფი ქვეყნების წარმომადგენლებს დელეგაციების შეხვედრამდე და გეგმავს თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასწრებას დონალდ ტრამპი.