მიხეილ ყაველაშვილი რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება - Palitra News

მიხეილ ყაველაშვილი რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება

2025-05-15 12:22:06+04:00

18 მაისს, მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ვატიკანში რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტი - ლეო XIV გახდა. ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა.

ყაველაშვილი ვატიკანში აპრილის თვეშიც - პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდა.