ღამის აგენტი ამერიკელი ჟურნალისტის და ბესტსელერი თრილერების ავტორის, მითიუ ქიურქის  დეტექტიური ჟანრის რომანია, წიგნის ორიგინალი 2019 წლის 15 იანვარს ამერიკულ გამომცემლობა William Morrow-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა - Palitra News

ღამის აგენტი ამერიკელი ჟურნალისტის და ბესტსელერი თრილერების ავტორის, მითიუ ქიურქის  დეტექტიური ჟანრის რომანია, წიგნის ორიგინალი 2019 წლის 15 იანვარს ამერიკულ გამომცემლობა William Morrow-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა

2025-05-15 10:48:32+04:00

ღამის აგენტი ამერიკელი ჟურნალისტის და ბესტსელერი თრილერების ავტორის, მითიუ ქიურქის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 2019 წლის 15 იანვარს ამერიკულ გამომცემლობა William Morrow-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.

მთავარი გმირი, პიტერ საზერლენდი, FBI-ს დაბალი რანგის აგენტია, რომელიც თეთრ სახლში მდებარე საიდუმლო სარდაფში მუშაობს. მისი ძირითადი ამოცანაა, უპასუხოს ტელეფონს — თუმცა ეს ხაზი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს, თუ ქვეყანაში რაღაც ძალიან სერიოზული ხდება. ერთ ღამეს ზარი ნამდვილად შემოდის და ეს ყველაფერი პიტერის მშვიდი ცხოვრების დასასრულის დასაწყისი ხდება. აგენტი აღმოჩნდება სამთავრობო შეთქმულების ეპიცენტრში, რომლის კვალიც უმაღლეს სახელისუფლო წრეებამდე აღწევს. პიტერ მოუწევს ახალგაზრდა ქალის, როუზ ლარკინის დაცვა, რომლის ბიძა და დეიდა პროფესიონალმა მკვლელებმა მოკლეს, და ამავდრულად მასთან ერთად სიმართლის გარკვევა , რომელიც სავსეა ხიფათით და მოულოდნელობებით.მეთიუ ქიურქი დაიბადა 1981 წლის 1 ივნისს მიდლთაუნში, ნიუ ჯერსიში . დაამთავრა ჰარვარდის კოლეჯი, სადაც ის სწავლობდა ისტორიასა და ლიტერატურას. სწავლის დასრულების შემდეგ, მან ხუთი წელი იმუშავა ჟურნალ The Atlantic-ში, სადაც აშუქებდა ისეთ თემებს, როგორიცაა დანაშაული, კერძო სამხედრო კონტრაქტორები, ტერორიზმის საქმეები და საერთაშორისო ბანდები .

მისი პირველი რომანი, The 500 გახდა New York Times-ის ბესტსელერი და იყო ნომინირებული ედგარ ალან პოს პრემიაზე საუკეთესო სადებიუტო რომანისთვის. მას შემდეგ ქიურქმა გამოაქვეყნა რამდენიმე წარმატებული თრილერი. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა რეალისტური დეტალებით, რაც ნაწილობრივ მისი ჟურნალისტური გამოცდილების შედეგია.

2023 წელს Netflix-მა ღამის აგენტზე დაფუძნებული სერიალი გამოუშვა უცვლელი სახელწოდებით, რომლის პროდიუსერიც შონ რაიანია. ქიურქი თავადაც მონაწილეობდა სერიალის ადაპტაციის პროცესში, რამაც კიდევ უფრო პოპულარული გახადა მისი ნაწარმოები.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2024 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.