სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ყოფილ მაღალჩინოსანს ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ქართული ოცნების ოპონენტების შეფასებით, მომხდარი ქართული ოცნების მხრიდან რეპრესიების მორიგი მაგალითია. ისინი არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა სია გაიზრდება.