სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, პროტესტის 168-ე დღესაც, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს - Palitra News

სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, პროტესტის 168-ე დღესაც, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

2025-05-15 09:45:35+04:00

სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, პროტესტის 168-ე დღესაც, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, რის შემდგომაც პოლიციამ ტერიტორია დატოვა. აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ. მანამდე, პარლამენტის მიმდებარედ, საავტომობილო გზის ორივე მხარეს პოლიციის კორდონი იდგა. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.