ქართული ოცნება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „MEGOBARI აქტს სპეციალური განცხადებით პასუხობს - Palitra News

ქართული ოცნება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „MEGOBARI აქტს სპეციალური განცხადებით პასუხობს

2025-05-15 09:44:34+04:00

ქართული ოცნება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „MEGOBARI აქტს სპეციალური განცხადებით პასუხობს. გუშინ პარლამენტში 11 გვერდისგან შემდგარი განცხადების პროექტი 87 - ხმით, დაამტკიცეს. დოკუმენტში ქართული ოცნება ცდილობს საკუთარი არგუმენტები დაუპირისპიროს მოსაზრებAS იმის თაობაზე, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა აღინიშნება და რომ ხელისუფლებამ ევროპულ კურს გადაუხვია. აქვე ნათქვამია, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და ნატოს, უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია საშუალოვადიან პერსპექტივაშიც არარეალურად მიაჩნიათ - ასეთ პირობებში კი ზედმეტი აქტიურობა აზრს მოკლებულია. მიღებულ განცხადებას ეხმაურებიან ოპოზიციაში.