მტკვარში გოგონას ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილი აპრილში გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა - Palitra News

მტკვარში გოგონას ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილი აპრილში გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა

2025-05-15 09:25:47+04:00

თბილისში, მდინარე მტკვარში მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში გოგონას ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი 1-ელ აპრილს გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა, რომელიც მშვიდობის ხიდის ტერიტორიიდან გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგონას ცხედარი მისმა ოჯახის წევრებმა ამოიცნეს.

რაც შეეხება 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 3 პირის ძებნა-შველის ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება, 1 პირი კი მაშველებმა მალევე ამოიყვანეს.

შსს-ის ცნობით, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონეც შეამცირეს.