მსოფლიო 15 მაისს უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილი პირდაპირი მოლაპარაკებების მოლოდინშია. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საჭიროების შემთხვევაში სტამბოლში ჩასვლის გადაწყვეტილებას თავადაც მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. პარალელურად, დასავლელი ლიდერები, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დიპლომატიაზე უარს იტყვის, ახალ სანქციებს აანონსებენ. დღესვე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი დაიწყო. უფრო ვრცლად, რას ამბობენ ლიდერები და როგორია პროგნოზები სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით?