"ქართული ოცნება" მზაობას გამოთქვამს აშშ-თან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, თუმცა ამ დრომდე ამერიკული მხარე ირაკლი კობახიძის წერილს უპასუხოდ ტოვებს. შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა? მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორობის განახლების გაჭიანურებას დიფ სთეითის გავლენებს აბრალებს, ოპოზიცია კი თავად ქართულ ოცნებას.