საქართველოს პარლამენტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „MEGOBARI აქტის“ პასუხად სპეციალური განცხადება მიიღო. 11 გვერდისგან შემდგარი განცხადების პროექტი 87 - ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. დოკუმენტში "ქართული ოცნება" ცდილობს, საკუთარი არგუმენტები დაუპირისპიროს მეგობარ აქტში გამოთქმულ მოსაზრებებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ევროპული კურსიდან გადახვევის თაობაზე.