26 მაისს, თბილისში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის წევრები ჩამოვლენ. ევროპარლამენტარებს შორისაა, რასა იუკნევიჩიანეც, რომელიც სავარაუდოდ, დაანონსებულ აქციას შეურთდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, დამოუკიდებლობის დღეს “ქართული ოცნება” და დასავლელი პარტნიორები ქართული საზოგადოების პროდასავლურ განწყობას კიდევ ერთხელ დაინახავენ.