პროკურორი - ირაკლი ოქრუაშვილმა არ შეასრულა გირაოს პირობები, დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება - Palitra News

პროკურორი - ირაკლი ოქრუაშვილმა არ შეასრულა გირაოს პირობები, დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება

2025-05-14 15:40:37+04:00

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმე ეხება ირაკლი ოქრუაშილის მხრიდან "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას".