მსოფლიო 15 მაისს უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილი პირდაპირი მოლაპარაკებების მოლოდინშია - როგორია პროგნოზები სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით - Palitra News

მსოფლიო 15 მაისს უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილი პირდაპირი მოლაპარაკებების მოლოდინშია - როგორია პროგნოზები სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით

2025-05-14 12:40:10+04:00

მსოფლიო 15 მაისს უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილი პირდაპირი მოლაპარაკებების მოლოდინშია. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დაესწრება. როიტერსის ცნობით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგიც გაემგზავრებიან. ტრამპი არ გამორიცხავს, სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს პირადად ჩავიდეს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. რას ამბობენ ლიდერები და როგორია პროგნოზები სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით?!