პარლამენტი შალვა პაპუაშვილის წლიურ მოხსენებას ისმენს - Palitra News

პარლამენტი შალვა პაპუაშვილის წლიურ მოხსენებას ისმენს

2025-05-14 12:31:49+04:00

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოდის.

პარლამენტის სხდომაზე მიწვეული არიან პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები და ასევე, სასულიერო პირები.

როგორც პაპუაშვილმა მოხსენებით გამოსვლის დაწყებისას განაცხადა, ის დღეს არა მხოლოდ გასული წლის ანგარიშს, არამედ მთლიანად X მოწვევის (წინა მოწვევის) პარლამენტის ანგარიშს წარადგენს და აქცენტს იმ პოლიტიკურ ქარტეხილებზე გააკეთებს, რასთან გამკლავებაც მოუხდათ.

პარლამენტის შენობაში ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს.

პარლამენტში დაგეგმილ ღონისძიებებზე მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები დაუშვეს.