რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას?! - მმართველი გუნდის აზრით, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას დიფ სთეითის გავლენები აბრკოლებს. ღია წერილში, რომლის ადრესატები დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი არიან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა პოზიტიური მოლოდინი გამოთქვა, რომ შტატებსა და საქართველოს შორის კომუნიკაცია უახლოეს მომავალში აღდგება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ გადატვრითვის ერთადერთი გზა მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებაა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ქართულ ოცნებასთან, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია არ ითანამშრომლებს. როგორ აფასებენ ირაკლი კობახიძის ღია წერილს ოპოზიციაში?!